რა თქმა უნდა, ეს იყო წარმატებული, საქართველოსთვის პოზიტიური შედეგების მომტანი ვიზიტი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს პრემიერის დავოსში ვიზიტს რამე უარყოფითი მიაბან.
„ძალიან კარგად მესმის ოპოზიციის, უნდათ რაღაც კრიტიკული მიაბან ამას, როდესაც ხედავენ, რომ უზარმაზარი წარმატების მქონე, ქვეყნისთვის წარმატების მომტანია ის ვიზიტები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი ახორციელებს. აღარ ინდობა ოპოზიციის სიტყვა, იმდენჯერ მოატყუეს და იმდენჯერ გაუცრუეს იმედი საზოგადოებას, რომ პერსპექტივა არ აქვთ ვინმე დააჯერონ, თითქოს, პრემიერის ვიზიტი რამე ფორმით ნაკლოვანების მქონე ვიზიტი იყო. რა თქმა უნდა, ეს იყო წარმატებული, საქართველოსთვის პოზიტიური შედეგების მომტანი ვიზიტი“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.