ძალიან მძიმე დღეში არიან, ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ 60% აქვთ, არადა არცერთი ავტორიტეტული კვლევით ეს არ ჩანს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას განაცხადა.
„მეტიც, მარგველაშვილის არჩევნების მერე არ უჩვენებია „ქართულ ოცნებას“ 60%. ერთმანეთს ამხნევებენ, რომ ბიძინა [ივანიშვილი] მოვიდა და გადავრჩებითო. კარგად რომ იყვნენ და დალხენილი ცხოვრება ჰქონდეთ, ეს კაცი დასასვენებლად იყო წასული და რატომ მოაბრუნეს?“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მმართველი პარტია გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის განწირულია. ამ ფონზე კი ოპოზიცია ისევ გაერთიანებას ცდილობს, თუმცა ყველა მცდელობა ჯერ უშედეგო აღმოჩნდა.