ანა ბუჩუკური არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიდან რომელიმე, შესაძლოა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ეწინააღმდეგებოდა

ანა ბუჩუკური არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიდან რომელიმე, შესაძლოა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ეწინააღმდეგებოდა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიდან რომელიმე, შესაძლოა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ეწინააღმდეგებოდა.

აღნიშნულით იგი თაკო ჩარკვიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს და შესაბამისად, „დამალული არაფერი დარჩება“.

„დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა. ჩვენი გუნდი ყველა პლატფორმას იყენებდა და მომავალშიც გამოიყენებს. თავის დროზე ვიყენებდით იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ თავი შეიკავა, დაესახელებინა როგორც კონკრეტული გვარი, ისე პარტია, თუ ვინ ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ სტატუსის მიღების მოწინააღმდეგე არავინ ყოფილა.