ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი ნომერი, დამოუკიდებელი სახელი და აბსოლუტურად დამოუკიდებელ სუბიექტად წარვდგებით არჩევნებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„ხატიამ [დეკანოიძე] დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს მასთან, ასევე ნიკა გვარამიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა დოლიძემ.
ბაჩო დოლიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 11 დეკემბერს დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნება ახალი პარტია.