დავით მათიკაშვილი: კანონპროექტი, რომელიც ადამიანისთვის ძალიან სათუთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და გამკაცრდება

დავით მათიკაშვილი: კანონპროექტი, რომელიც ადამიანისთვის ძალიან სათუთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და გამკაცრდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა მიმდინსარეობს.

„კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. იქნება შესაბამისი რეგულაცია კიდევ უფრო მეტად დახვეწილი და გამკაცრებული, რომელიც ადამიანისთვის ძალიან სათუთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჩვენ ვაწყდებით ისეთ მოვლენებს, ყველა ასეთი გამოვლენების მიმართ, ცხადია კანონმდებლობა ვერ იქნება გათვალისწინებული, ამიტომ პარლამენტის როლი სწორედ ის არის, რომ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფას ეხება. მუშაობა დაწყებულია. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თემა პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული და მათი მხარდაჭერა ამ კანონპროექტს არ ექნება.