გიორგი გახარიას პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ კოორდინაცია არის რეალური, თვალსაჩინო და დღესაც რამდენიმე საკრებულოში მიმდინარეობს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული მუშაობა „ნაცმოძრაობის“ და გახარიას პარტიის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„გამოდის, რომ გახარიას გადადგომა და აფორიაქება დაკავშირებული იყო პოლიტიკურ კონსპირაციასთან. შემდგომ პერიოდს თუ ავიღებთ, აშკარად ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ კოორდინაცია არის რეალური, თვალსაჩინო და დღესაც რამდენიმე საკრებულოში მიმდინარეობს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული მუშაობა „ნაცმოძრაობის“ და გახარიას პარტიის მხრიდან“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის აბსურდული განცხადებაა. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას წარსულ საქმიანობას და 2021 წლის არჩევნებზე განცდილ მარცხს ახსენებს და ურჩევს, რომ დებატები ჯერ მოვალეებთან გამართოს.