საფრანგეთში კაცი ცოლისა და ოთხი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

საფრანგეთში კაცი ცოლისა და ოთხი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ ცოლისა და 4 შვილის ბრალდებით 33 წლის კაცი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 5 ცხედარი პარიზის მახლობლად, მოში, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. პოლიციას მეზობელმა მიმართა, რომელმაც შეამჩნია, რომ დაღუპულების ბინის კარი შემტვრეული იყო.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ ადგილზე „ექსტრემალური სისასტიკის“ სცენა დახვდათ. დედას და ორ უფროს ქალიშვილს (10 და 7 წლის) დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. 4 წლის ბიჭი და 9 თვის გოგო კი დაახრჩვეს ან გაგუდეს.

მათივე თქმით, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებისთვის ოჯახური ძალადობის საქმეზე ადრეც იყო ცნობილი - 2019 წელს, წყვილის მესამე ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვეში ის თავის პარტნიორს დანით დაესხა თავს.

მეზობლები 35 წლის დედას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის ყველას ეკონტაქტებოდა. ის მეზობლებს უყვებოდა, რომ სამსახურის დაკარგვის შემდეგ მის ქმარს დეპრესია აქვს და ის მკურნალობას გადის.