„ლელო“ საკუთარ თავს მიიჩნევს ალტერნატიული პოლიტიკური შინაარსი ძალად, რომელიც განსხვავდება მათ შორის, „ქართული ოცნებისგან“ და ნაცმოძრაობისგან, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„თავისი პოლიტიკური შინაარსით, გამოცდილებით, მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო კონსტრუქციული და განსაკუთრებით კონსტრუქციული და დაინტერესებული მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენ ვამბობთ, რომ კი - რუსეთს უნდა დაუწესდეს იმ ტიპის სანქციები, რაც დააწესა ევროკავშირმა“, -აღნიშნა კუპრაძემ.