პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” უხდის, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ლელოს” “პიარის” სამსახურს ხელფასს ვუხდით ჩვენ, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, თუ ამის საჭიროება არსებობს და მათი სტრატეგიაც უცვლელი დარჩება, მზად ვართ გადავუხადოთ“.