მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის გადაყვანაზე საუბრის დაწყება არის იმ ალიანსის შენიღბვა, რომელიც გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ გააჩნია

მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის გადაყვანაზე საუბრის დაწყება არის იმ ალიანსის შენიღბვა, რომელიც გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ გააჩნია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის შესახებ.

„სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობის თაობაზე მსჯელობაში ყველაზე კომპეტენტურ ხალხად ვერ მივიჩნევთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კონკრეტულად გახარიას პარტიას. ამის გათვალისწინებით, მათი მხრიდან საუბრის დაწყება სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც ძალიან კარგად იციან, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც ეს საკითხი წყდება არის სამედიცინო დასკვნა. ამ ფონზე ამ საუბრის წამოწყება მე ვფიქრობ, რომ არის ერთგვარი შენიღბვის შესაძლებლობა იმ ალიანსისას, რომელიც გააჩნია ამ პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან““, - აღნიშნა სარჯველაძე.