ივანე ჩხაიძე სააკაშვილზე: ვთვლით, რომ ამ ეტაპზე პაციენტი აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც აუცილებელია სტაციონარში მკურნალობის გასაგრძელებლად

ივანე ჩხაიძე სააკაშვილზე: ვთვლით, რომ ამ ეტაპზე პაციენტი აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც აუცილებელია სტაციონარში მკურნალობის გასაგრძელებლად

ივანიშვილის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განმარტებები გააკეთა. ივანე ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტი სტაციონარში მკურნალობის გასაგრძელებლად არსებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რა თქმა უნდა გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია სასიცოცხლო მისი პარამეტრები. მაინც საყურადღებოდ რჩება ლაბორატორიული კვლევის შედეგები. პერიოდულად აღენიშნება წნევის ცვალებადობა. ხშირ შემთხვევაში ეს უკავშირდება ვიზიტორებს. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე პაციენტი აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც აუცილებელია სტაციონარში მკურნალობის გასაგრძელებლად“, - აცხადებს ჩხაიძე.