ნინი ბრეგვაძე: თქვენ უდიდესი მადლობა ასეთი განსაკუთრებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის!

ნინი ბრეგვაძე: თქვენ უდიდესი მადლობა ასეთი განსაკუთრებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის!

თქვენ უდიდესი მადლობა ასეთი განსაკუთრებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის!"- წერს ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც იგი The Voice-ს გამოეთიშა

"ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძე ამერიკულ "ახალ ხმას" გამოეთიშა და ფინალში ვერ გადავიდა. "მეგობრებო იმედია დამწუხრებულები არ ხართ, იმიტომ რომ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით! რა თქმა უნდა მინდოდა ფინალში ყოფნა, თუმცა ამ შოუს მაყურებლის ხმების მოპოვება არც თუ ისე მარტივია და ეს თავიდანვე მიღებული და გააზრებული მქონდა. ის რომ ნახევარფინალში მოვხვდი, როგორც თავად პროექტის შემქმნელები ამბობენ საუკეთესო სეზონში, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას და ერთი სული მაქვს გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმის კეთება!