საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა „ქრონიკის“ შეკითხვას, სამიტამდე ერთი დღით ადრე რას ეტყოდა ის საქართველოს, უპასუხა, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა.
„საქართველო კარგად მიდის, საქართველოს აქვს წარმატება, საქართველო სწორ გზაზეა. საქართველომ ეს გზა უნდა გააგრძელოს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.