თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმულ კითხვას, ჩაერთვება თუ არა ის რაიმე ფორმით წინასაარჩევნო პროცესში, თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დადგება.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოში მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და ქვეყანა შესაძლოა თავისი პოსტსაბჭოთა გზის გზაგასაყარზე აღმოჩნდეს.
სალომე ზურაბიშვილი აპირებს, ბოლომდე მიიყვანოს საკუთარი საპრეზიდენტო ვადა, რომელიც არჩევნების თარიღის მიღმაც გრძელდება, და ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს.
თუმცა, კითხვაზე, თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დადგება, ჩაერთვება თუ არა ის რაიმე ფორმით წინასაარჩევნო პროცესში, პრეზიდენტმა განაცხადა:
„თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს“.