ის კანონპროექტი, რომელიც ევროპარლამენტშია დარეგისტრირებული არის სწორედ რუსული გავლენების და რუსული ავტორიტარიზმის მსგავსი სხვა ავტორიტარული ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„დემოკრატიის მთავარი საფრთხე მსოფლიოში არის რუსეთი და რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც არის. ამიტომ კანონპროექტის კითხვას სჭირდება შესაბამისი სხვა კანონმდებლობის ცნობაც და შესაბამისი ინტერპრეტაციების გაკეთება“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით.