ირაკლი კობახიძე: ათჯერ ნაკლებს გვთხოვენ ახლა, ვიდრე გვთხოვდნენ 12 პრიორიტეტის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითად შევასრულეთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია და გავწიეთ ძალიან დიდი სამუშაო, რათა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი

ათჯერ ნაკლებს გვთხოვენ ახლა, ვიდრე გვთხოვდნენ 12 პრიორიტეტის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არსებითად შევასრულეთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ძალიან მარტივად შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ 12 პუნქტი და 9 პუნქტი. ხარისხობრივად, მოცულობით არის ათმაგი სხვაობა - ათჯერ ნაკლებს გვთხოვენ ახლა, ვიდრე გვთხოვდნენ 12 პრიორიტეტის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არსებითად შევასრულეთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, მუშაობა გრძელდება, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ჩვენ გავწიეთ ძალიან დიდი სამუშაო, რათა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა კობახიძემ.