ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ, რომ არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც წევრი სახელმწიფოებისგან, ასევე, ევროკომისიისგან იმისათვის, რომ როდესაც საქართველო ამ 9 ნაბიჯს შეასრულებს, მას მყისიერად გაუხსნიან მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„9 ნაბიჯთან დაკავშირებით ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ გვქონდეს პოლიტიკური მხარდაჭერა. ამ ნაბიჯებში არცერთი ისეთი სფერო და თემა არ არის, რომელსაც საქართველო დამოუკიდებლად ვერ შეასრულებს და ვერ გაატარებს რეფორმებს. ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ, რომ არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც წევრი სახელმწიფოებისგან, ასევე, ევროკომისიისგან იმისათვის, რომ როდესაც საქართველო ამ 9 ნაბიჯს შეასრულებს, მას მყისიერად გაუხსნიან მოლაპარაკებებს. სწორედ ეს იყო მთავარი ამოცანა ჩვენი, ამაზე ვსაუბრობდით შეხვედრებზე ბერლინში. ამ ცხრა ნაბიჯის შესრულებას დაახლოებით 9-10 თვე სჭირდება, რაც ძალიან ბევრია საერთაშორისო პოლიტიკაში, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და ჩვენ მყარად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის პოზიცია არ გადაიხედება და თუ საქართველო შეასრულებს ამ ნაბიჯებს, მას გაუხსნიან მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა სამხარაძემ.