თინა ბოკუჩავა: სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური აქტორები არ აცნობიერებენ ერთიანობის მნიშვნელობას

თინა ბოკუჩავა: სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური აქტორები არ აცნობიერებენ ერთიანობის მნიშვნელობას

ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური აქტორები არ აცნობიერებენ ერთიანობის მნიშვნელობას, - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე და ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ ახალ პარტიაზე კომენტარი თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

„ისინი დგამენ ნაბიჯებს ფრაგმენტაციისკენ და შესაბამისად საფრთხის ქვეშ იყენებენ თავს, რომ ვერ გადალახონ 5%-იანი ბარიერი, რომელიც ახლა არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მიზანმიმართულად გაფლანგავენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმებს“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალურ მოძრაობიდან“ წამსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მათი უმრავლესობა თავს ნიკა მელიას გვერდით მოიაზრებს, რომელმაც ახალი პარტიის შექმნა უკვე დააანონსა. პარტიაში დარჩენილთა ნაწილი კი, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას ელოდება.