ირაკლი კობახიძე: „ნაცური“ თავხედობაა, როდესაც მძარცველ, ყაჩაღ, კორუმპირებულ კეზერაშვილს აქვს საშუალება ისაუბროს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტზე ნეგატიური კუთხით

ირაკლი კობახიძე: „ნაცური“ თავხედობაა, როდესაც მძარცველ, ყაჩაღ, კორუმპირებულ კეზერაშვილს აქვს საშუალება ისაუბროს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტზე ნეგატიური კუთხით

მე ვსაუბრობდი „ნაცურ“ თავხედობაზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული მედიიდან და არა მარტო მედიიდან. აქ მთავარი მედია კი არ არის, არამედ „ნაცური“ თავხედობა, როდესაც კეზერაშვილს აქვს საშუალება, თავხედურად, მძარცველმა, ყაჩაღმა, კორუმპირებულმა ისაუბროს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტზე და ისაუბროს ნეგატიური კუთხით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს უკვე დენდროლოგიურ პარკს. ეს არის უნიკალური პარკი, რომელიც შეიქმნა. მრავალწლიანი კამპანია ჰქონდათ მიძღვნილი ამ დენდროლოგიური პარკის მიმართ, რომ თითქოს თავისთვის ეზოს მოწყობას ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი. სინამდვილეში შეიქმნა უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც უნიკალურია რეგიონში და მსოფლიო მასშტაბითაც იშვიათია ასეთი ლოკაციები. მილიონობით ქართველსა თუ ტურისტს აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი თვალით ნახოს ეს უნიკალური პარკი და ამისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. ამ საკითხზეც კი კეზერაშვილი, ეს უბედური მძარცველი, ყაჩაღი, კორუმპირებული სიუჟეტებს უძღვნის ამ თემას. ეს არის „ნაცური“ თავხედობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.