ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის მძიმე თემებზე. როცა იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის მძიმე თემებზე. როცა იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას

ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის მძიმე თემებზე. როცა იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რატომ დუმს პრემიერ-მინისტრი გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან.

„ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის მძიმე თემებზე. უმძიმესი თემაა, ბუნებრივია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობა. როცა იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ ამ უმძიმეს ფაქტს, ადამიანის მკვლელობას ძალიან სასტიკი ფორმით. გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში დამნაშავეები დაისჯებიან, რაც რთულია, რადგან ოკუპირებულია ჩვენი ისტორიული რეგიონი. აფხაზეთი ამ შემთხვევაში. თუმცა იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში მკვლელები დაისჯებიან“, - აღნიშნა კობახიძემ.

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის თემურ კირბაია მოკლეს.