ირაკლი კობახიძე: ლგბტ პროპაგანდა არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა „ნაცური“ ტელევიზია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი

ირაკლი კობახიძე: ლგბტ პროპაგანდა არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა „ნაცური“ ტელევიზია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი

ლგბტ პროპაგანდა არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა „ნაცური“ ტელევიზია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ლგბტ პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ, რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას, ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა „ნაცური“ ტელევიზია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებას, ბუნებრივია, აქვს ამაზე რეაქცია“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.