გიორგი ვოლსკი: არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული არჩევნების ის სისტემა შეიბღალება, რომელიც უსაფრთხოა - არჩევნები საერთაშორისო სტანდარტზე ჩატარდება

გიორგი ვოლსკი: არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული არჩევნების ის სისტემა შეიბღალება, რომელიც უსაფრთხოა - არჩევნები საერთაშორისო სტანდარტზე ჩატარდება

არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული არჩევნების ის სისტემა შეიბღალება, რომელიც შემუშავებული და უსაფრთხოა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩიპის გარეშე პირადობის მოწმობები იქნება თუ არა გამოყენებული ამის მიუხედავად ელექტრონულ არჩევნებს აქვს სრული გარანტიის რესურსი, რომ არჩევნები იქნება საერთაშორისო სტანდარტზე ჩატარებული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც არაელექტრონული პირადობების გაუქმებას ეხება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს განიხილავს. 2011 წლის ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობები 2024 წლის ივლისიდან გაუქმდება. პარალელურად ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.