ჩვენმა მთავრობამ ევროპას აჩვენა, რომ არ არის აუცილებელი ცალ ფეხზე დგომა, - ამის შესახებ თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ევროპულ არჩევანზე საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, სხვებთან ერთად ჩვენ დავანახეთ ევროპას, რომ ჩვენ არ ვიქნებით იმ მდგომარეობაში, როდესაც ევროპელებს, როგორც ღმერთს შევყურებდით.
სხვამ კი არ უნდა გადაგიწყვიტოს, შენ თვითონ უნდა გქონდეს არჩევანის უფლება და ხომ აჩვენა ჩვენმა მთავრობამ, რომ თურმე, არ არის აუცილებელი ცალ ფეხზე დგომა. უნდა გქონდეს ღირსების გრძნობა“, - აღნიშნა ხურცილავამ.