ეს არის კლასიკური ბოლშევიზმის და მენშევიზმის იდეოლოგიური დაპირისპირება, ეს არის ძალაუფლების და იმ ფინანსური აქტივების ვერ გაყოფის შედეგი, - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ შეაფასა.
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ნიკა მელია ელექტორატის მოზიდვას ვერ შეძლებს. პარტიაში მიმდინარე შიდაგანხეთქილება კი, სახელისუფლებო გუნდის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ ჩამოშლის.
„ახლა ეს ძალა ერთმანეთის ჭამაში გადაიღლება. საქართველო მათით დიდი ხანია გადაღლილია. ეს პროცესი არის ქართული პოლიტიკისთვის და ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო იმიტომ, რომ ბოროტი უნდა მოცილდეს გზიდან საკუთარ ქვეყანას“, - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.
„ნაციონალური მოძრაობა” დღეს თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ, 300-მდე ადამიანმა დატოვა