შესაძლოა ფორმალურ პრეზიდენტად დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ცდილობდეს სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკაში მოსვლას, რომელიც უფრო მეტად წარუმატებელი იქნება, ვიდრე მისი პრეზიდენტობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი დამოკიდებულია იმ უცხოურ ძალებზე, რომლებიც საქართველოში აპირებდნენ არეულობის მოწყობას და ხელისუფლების უკანონოდ შეცვლას.
„შესაძლოა ფორმალურ პრეზიდენტად დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ცდილობდეს სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკაში მოსვლას, რომელიც უფრო მეტად წარუმატებელი იქნება, ვიდრე მისი პრეზიდენტობა. ის [ზურაბიშვილი] 99% თავის გადაწყვეტილებებს არც აჟღერებს და არც აკეთებს. პირდაპირ დამოკიდებულია იმ უცხოურ ძალებზე, რომელსაც ხელი მოუწერა. ეს პირდაპირ ჩანს მის გადაწყვეტილებებში, ქმედებებშიც. იმ უცხოურ ძალებს, რომლებიც საქართველოში აპირებდნენ და ჯერჯერობით არ მოხსნილა დღის წესრიგიდან არეულობა და ხელისუფლების უკანონო შეცვლა, რისთვისაც აქ [საქართველოში] მეორე ფრონტი იყო ჩაფიქრებული. „ნაცმოძრაობის“ დაყოფილი მიმდინარეობები იქნება ერთიმეორეზე უარესი. ასეთივე წარუმატებელი იქნება გვარამია, ხაბეიშვილი, მელია და ზურაბიშვილი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.