რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ამ ადამიანებს მიზნად გაუხდიათ იმაზე ფიქრი, ვინ უფრო მეტ ამომრჩეველს წაიყვანს, რათა პარლამენტში მოხვდნენ

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ამ ადამიანებს მიზნად გაუხდიათ იმაზე ფიქრი, ვინ უფრო მეტ ამომრჩეველს წაიყვანს, რათა პარლამენტში მოხვდნენ

ეს არის მხოლოდ იმის ჩვენება, რომ ამ ადამიანებს მიზნად გაუხდიათ იმაზე ფიქრი, ვინ უფრო მეტ ამომრჩეველს წაიყვანს, რომ მოხვდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„თუმცა, მე მგონია, რომ არცერთ მათგანს აღარ ექნება პარლამენტში მოხვედრის შანსი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

საკუთარ პარტიასთან 9-თვიანი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარ პარტიას აფუძნებს.