ლელა რაზიკაშვილი ევროინტეგრაციაზე: რაღაცნაირი განცდა გვაქვს, რომ წამმზომია ჩართული და ვემზადებით, ქუდების ცაში ასატყორცნად. ამისთვის ჩვენ საუკუნეებია ვემზადებით. ჩვენი ადგილი იყო იქ, სადაც არის ღირებულებითი ერთიანი სისტემა

ლელა რაზიკაშვილი ევროინტეგრაციაზე: რაღაცნაირი განცდა გვაქვს, რომ წამმზომია ჩართული და ვემზადებით, ქუდების ცაში ასატყორცნად. ამისთვის ჩვენ საუკუნეებია ვემზადებით. ჩვენი ადგილი იყო იქ, სადაც არის ღირებულებითი ერთიანი სისტემა

ჩვენი ადგილი იყო იქ, სადაც არის ღირებულებითი ერთიანი სისტემა - განვითარებისა და თავდაცვის. ჩვენი ადგილიდან თითქოს, გაგვიტაცეს საუკუნეების განმავლობაში, ვიცოდით გზა შინისკენ და ვიბრძვით უკან დასაბრუნებლად, - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში თაობები ეწირებოდნენ, რათა საქართველო თავის ევროპულ გზას დაჰბრუნებოდა.

„რაღაცნაირი განცდა გვაქვს, რომ წამმზომია ჩართული და ვემზადებით, ქუდების ცაში ასატყორცნად. ამისთვის ჩვენ საუკუნეებია ვემზადებით, რადგან ჩვენ არსად ვეძებთ ჩვენს ადგილს. ჩვენი ადგილი იყო იქ, სადაც არის ღირებულებითი ერთიანი სისტემა - განვითარებისა და თავდაცვის. ჩვენი ადგილიდან თითქოს, გაგვიტაცეს საუკუნეების განმავლობაში, ვიცოდით გზა შინისკენ და მოვიბრძვით უკან.

ჩვენ დღეს დაყოფილები ვართ - საზოგადოების დიდ ნაწილს გვიხარია. უცნაურ, საოცარ ეპოქაში დავიბადეთ. უამრავმა საუკუნემ გაიარა და უამრავი თაობა შეეწირა ამ ოცნებას და სანუკვარის მიღწევას. მათ იცოდნენ, რომ ვერაფრით მიაღწევდნენ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ცივილიზაციისკენ რომ ვიბრძვით, ამ დიდ ომში არის ადამიანთა ორი კატეგორია: თავგანწირვის რაინდები და გამარჯვების რაინდები. თავგანწირვის რაინდები არიან ისინი, რომლებმაც იცოდნენ, რომ ამას ვერ მოესწრებოდნენ, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ მათი სიცოცხლე იყო აუცილებელი, მათზე უნდა გადაევლო. მკერდით ეფარებოდნენ და თავისი სიცოცხლით ქმნიდნენ პოლიტიკურ კაპიტალს, რასაც დღეს ჩვენ ვიმკით. გამარჯვების რაინდები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ღმერთმა საერთაშორისო სიტუაცია, მოვლენები ისე დაულაგა, რომ თავი მოუყარეს ამ ნაშრომს და უკვე შედეგს ვიღებთ. ამ შედეგს ველოდებით მთელი ქვეყანა“, - განაცხადა რაზიკაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე არიან ადამიანებიც, რომლებსაც დღევანდელი ეს სიტუაცია არ უხარიათ და ეს მარტივად დასანახია.