ირინა ბათიაშვილი: ნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქემაც და პოლიტიკოსმაც, თავისი პოლიტიკური გემოვნება გვერდზე გადადოს და ხელი არ შეუშალოს ხელისუფლებას, რომელიც ერთადერთია, რომელსაც შეუძლია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება

ჩვენი ეს მიზანი, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი და ზოგადად, დასავლური სამყაროს წევრი, საქართველოს საუკუნეებია გაცხადებული აქვს, - ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილის შვილმა, ირინა ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად, 2012 წლიდან მუშაობს ამისთვის - უცებ არ მიგვიღია სტატუსი. ეს საკმაოდ მრავალი წლის შრომის შედეგია. მრავალი წელი ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად ცდილობდა, მორგებოდა ევროკავშირის იმ გარემოს, იმ სამართლებრივ ნორმებს, რომ აქამდე მოვსულიყავით. მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქემაც და პოლიტიკოსმაც, თავისი პოლიტიკური გემოვნება გვერდზე გადადოს და ხელი არ შეუშალოს ხელისუფლებას, რომელიც ერთადერთია, რომელსაც შეუძლია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ამ დიდ მიზნამდე ერთად მივიდეთ“, - აღნიშნა ირინა ბათიაშვილმა.