გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში შეკრებილ ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდ, მან შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და არჩევნებში მისვლისკენ და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"შარშან პირველი გასვლა ქუთაისში გვქონდა და ყველას საამაყოდ ქუთაისმა ისეთი დიდი მუხტი აჩვენა, რომ შემდეგ მთელი საქართველო ფეხზე დადგა.
მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მენდო და ამ ბრძოლაში ბოლომდე წამომყვა.მე დღეს ვამაყობ თქვენით -- თქვენ გარეშე, თქვენი გამბედაობის, თქვენი სიმტკიცის გარეშე ჩვენ ამ გამარჯვებას ვერ მივაღწევდით.
შარშან მთელმა საქართველომ არჩევანი თავისუფლების და ღირსების სასარგებლოდ გააკეთა - უარი უთხრა სიცრუეს! ბრძოლა გამოუცხადა ძალადობას! მეგობრებო, მე ვიცი, რომ ჩემი ქუთაისი ახლაც ისევ გვერდით დაგვიდგება როგორც შარშან და ერთად ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ.
მოდით არჩევნებზე,მხარი დაუჭირეთ გიორგის, ხმა მიეცით ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს, ხმა მიეცით ჩვენი სამშობლოს მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს! გელოდებით არჩევნებზე! შემოხაზეთ 41 !" - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.