სოფელ დოესში საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შტაბის წევრების მიერ გამართული კამპანია, დღეს, 10 ოქტომბერს ხმაურით დამთავრდა. ერთმანეთს სოფლის მცხოვრებნი, მათ შორის, თანაპარტიელები დაუპირისპირდნენ. სოფელი კასპის რაიონში მდებარეობს. ცენტრში გამოკრულ განცხადებაში, რომელიც ბევრს წაკითხული არ ჰქონდა, ეწერა, რომ ადგილზე მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი და კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გოჩიტაშვილი მივიდოდნენ, თუმცა კამპანია მხოლოდ პარტია ,,ქართული ოცნების” შტაბის უფროსმა რამაზ ბერიანიძემ გასწია.
საარჩევნო კამპანიას სოფელში დაპირისპირები ახლდა. იხ. უფრო ვრცლად ვიდეო: