დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა კახეთში გამართა. თელაველებს არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა.
„გიორგი არის დინჯი, გულწრფელი და პატიოსნებით გამორჩეული ადამიანი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი,"-განაცხადა პრემიერმა გიორგი მარგველაშვილის წარდგენისას.
გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს, როდესაც 27 ოქტომბრიდან ხალხი ბოლომდე გადაიბარებს ძალაუფლებას. კოალიციის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ზუსტად ერთი წლის წინ საზოგადოება გააერთიანა და ქვეყანა ხალხს დაუბრუნა.