საქართველოს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ. მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით წუხელ, 21:00 საათისთვის დაეშვა. ამ ფორმით სააკაშვილის მხარდამჭერა მოქალაქეებმა პრეზიდენტს გაეროში სიტყვის გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადეს. სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრეზიდენტის რანგში სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა. სააკაშვილის სიტყვის დროს რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა - სააკაშვილის სიტყვას ქართულ პოლიტიკურ წრეებში, დასავლურ და რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეფასებების უმეტესობა სააკაშვილის გამოსვლა დადებითი იყო.