რომან გოცირიძე: ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკიდურესად საგანგაშოა და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება

რომან გოცირიძე: ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკიდურესად საგანგაშოა და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება

ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკიდურესად საგანგაშოა და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფარცხალაძე პირდაპირ დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“.

„საქართველოში საავიაციო ქარხნის მშენებლობის ლობისტი იყო და როგორც ამბობენ, ამავე დროს მეწილეც იყო ებრაელ ინვესტორებთან ერთად. ამერიკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკიდურესად საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს. საქმე უნდა აღიძრას და გაირკვეს, ვისი რეკომენდაციით შემოვიდა სახელისუფლებო უწყებაში. ციდან არავინ ვარდება და ვინ წარუდგინა მისი კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილს? გენერალური პროკურორის თანამდებობაზე რამდენად სახიფათო იყო ეს ადამიანი, რადგან აღმოჩნდა, რომ რუსეთის აგენტი იყო. ეს ყველაფერი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას ძალიან აზიანებს და უკვე ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ბევრ ინფორმაციას ფლობდა, რისი რუსეთისთვის გადაცემაც სახიფათოა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

 

amo ბევრ ინფორმაციას ფლობდა, რისი რუსეთისთვის გადაცემაც სახიფათოა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ. ლ ა ყ ა ფ ი ! ესე იგი რუსეთის აგენტი იყო და ინფორმაცია აქამდე არ გადაუცია და ვეცეთ ხომ? და საავიაციო ხარხნის მშენებლობა ამერიკამ რატომ დაბლოკა? სამუშაო ადგილები, რომ არ გაჩენილიყო?
1 წლის უკან