აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული ომის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს.

სანქციები შეეხებათ კომპანიებსა და ინდივიდებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საქართველოდან.

საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტს 2 თვემდე იკავებდა და ეს თანამდებობა 10 წლის წინ დატოვა.