დაჭრილი პოლიციელები და მეზობლები - რა ხდება ქობულეთში(VIDEO)

დაჭრილი პოლიციელები და მეზობლები - რა ხდება ქობულეთში(VIDEO)

18 სექტემბერს ქობულეთში მეზობლური გარჩევის დროს ორი პოლიციელი დაიჭრა. ინცინდენტი ღამის ორ საათზე ყაზბეგის ქუჩაზე მოხდა. ყაზბეგისა და 9 აპრილის ქუჩების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დაჭრილი პოლიციელი ზურაბ მჟავანაძე დასახლებაში მცხოვრებლებზე ზეწოლას ახორციელებდა. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა და პოლიციის თანამშრომელი მას არ დაუჭრია.

ბრალდებულის მეზობლები გამოძიების ობიექტურად წარმართვას მოითხოვენ. დაჭრილი პოლიციელი, მეზობლების ინფორმაციით, ინცინდენტის ღამესვე ქობულეთის რეგიონულ სავაადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამ დრომდე იმყოფება. სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერის ინფორმაციით, ზურაბ მჟავანაძეს გულ-მკერდის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ირინე დოლიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქობულეთის რაიონული სამმართველოს ორი პოლიციელი არასამუშაო დღეს მეზობლური კონფლიქტის დროს ორმა პიროვნებამ ცივი იარაღით დაჭრა. ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აღიძრა. რეპორტაჟი ამ თემაზე ტვ 25 მოამზადა