ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებიდან ხმების გადმობირებას შეძლებს, ეს პროცესი არის ფარსი

ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებიდან ხმების გადმობირებას შეძლებს, ეს პროცესი არის ფარსი

მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“  ოპოზიციონერი დეპუტატებიდან ხმების გადმობირებას შეძლებს. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს პროცესი არის ფარსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

„დღევანდელი რეალობიდან, საპარლამენტო განწყობებიდან, საკითხის არააქტუალობიდან გამომდინარე, მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“  ოპოზიციონერი დეპუტატებიდან ხმების გადმობირებას შეძლებს. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს პროცესი არის ფარსი და ისევ და ისევ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დისკრედიტაციისთვის გამოიყენება. ძალიან ცდებიან ოპოზიციიდან ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ინტერესთა თანხვედრაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და იმპიჩმენტის პროცედურას შორის. ჩვენთვის ამგვარი თამაშის წესები ცალსახად მიუღებელია. იმთავითვე განვაცხადეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებდა იმპიჩმენტის პროცესში. უმჯობესია, ყველა ოპოზიციური პარტია სხვა მოწინააღმდეგეზე ფოკუსირდეს, ქვეყანას ჰყავს რუსი ოლიგარქი და მნიშვნელოვანია, ოპოზიცია რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის გაერთიანდეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.