გია ცაგარეიშვილი: კონსტიტუცია დაირღვა იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისი პირდაპირი მოვალეობაც არის კონსტიტუციის დაცვა

გია ცაგარეიშვილი: კონსტიტუცია დაირღვა იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისი პირდაპირი მოვალეობაც არის კონსტიტუციის დაცვა

კონსტიტუცია დაირღვა იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისი პირდაპირი მოვალეობაც არის კონსტიტუციის დაცვა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ამაზე ვერავინ დავობს და მიდიან რაღაც უაზრო წიაღსვლებში. რაღაც საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციებზეა საუბარი. დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები იმ უმაღლესის თანამდებობის პირის მიერ, რომლის პირდაპირ მოვალეობებში შედის საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. ამ ფაქტს ვერავინ ვერსად გაექცევა და ჩვენც ველოდებით ვერდიქტს“, - განმარტა ცაგარეიშვილმა.