პრემიერი- 116 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან, სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ დიდ მწერალს ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად

პრემიერი- 116 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან, სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ დიდ მწერალს ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად

დღეს 116 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავსსამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ ილია ჭავჭავაძეს ერის მამადმამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად.

 დღეს 116 წელი შესრულდა დიდი მწერლისა და ეროვნული მოღვაწისთანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.

ამ ტრაგიკული მოვლენის გამო ვაჟა-ფშაველა წერდა:  „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთსაქართველოს მოკლავდნენო". მართლაცძნელია მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანირომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთანმისმა ტიტანურმა ძალისხმევამსაზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს განვითარებაში შეტანილმა უდიდესმა წვლილმა ნიადაგი მოამზადა საქართველოს თავისუფლებისთვისგანსაზღვრა შემდგომი განვითარების პროცესებიშექმნა ურღვევი ფასეულობათა სისტემარომელიც დღესაც ორიენტირად რჩება ჩვენთვის.

ჩვენმა დედა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და ილია მართალი უწოდაესრა თქმა უნდაშემთხვევითი არ არის - სწორედ სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ დიდ მწერალს ერის მამადმამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითადმარადიული იყოს მისი ნათელი ხსოვნა!",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.