ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს.
„საქართველოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუს არ იმსახურებს და მას შემდეგ მას განსხვავებული განცხადება არ გაუკეთებია,. პრეზიდენტი, არ არის საქართველოს ევროპული პროგრესის მოკავშირე. ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ღიად ამბობს, რომ მისთვის კონსტიტუციის პატივისცემა მეათე ხარისხოვანია. ამ პირობებში არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, როდესაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენა ჩვენი მხრიდან და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება დღეს დარეგისტრირდება. წარმდგენები ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი იქნებიან.