პოდოლიაკი: საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი

პოდოლიაკი: საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი.

„საქართველოს ამ პერიოდებში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალური პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო - ის ამცირებს საკუთარ ყოფილ პრეზიდენტს, საკუთარ ამჟამინდელ პრეზიდენტს. ზურაბიშვილი დემონსტრატიულად ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და ექვემდებარება ყველაზე ამაზრზენ ქცევას ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ასევე ისაუბრა საქართველოში ჟოზეფ ბორელის ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ ევროპელი დიპლომატი შეეცადა პოტენციური პარტნიორები სწორ გზაზე დაეყენებინა.

amo რახან შენ იტყვი
1 წლის უკან
არაგველი641 ერთი ამ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს უყურეთ რა დღეში არიან.
1 წლის უკან