თამაზ გაიაშვილი: „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტი იმის შესახებ, რომ Georgian Airways-ს აქვს დავალიანება, მტკნარი სიცრუეა, რაზეც ალბათ სასამართლოში ვუჩივლებთ

თამაზ გაიაშვილი: „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტი იმის შესახებ, რომ Georgian Airways-ს აქვს დავალიანება, მტკნარი სიცრუეა, რაზეც ალბათ სასამართლოში ვუჩივლებთ

მე არ ვარ Georgian Airways-ის მენეჯმენტში. გუშინ, „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტი, იმის შესახებ რომ Georgian Airways-ს აქვს დავალიანება, მტკნარი სიცრუეა, რაზეც ალბათ სასამართლოში ვუჩივლებთ, - ამის შესახებ„საქართველოს ავიახაზების“ წარმომადგენელმა თამაზ გაიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ეს არის ჩემი, როგორც ბიზნესმენის პირადი იმიჯის შელახვა და მიმართულია ავიაკომპანიის დისკრედიტაციისკენ. ხაზგასმით უნდათ, რომ დაუკავშირონ მთავრობას“, - აცხადებს გაიაშვილი.