უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს მხარს არ დაუჭერს, თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში.
ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი იმედოვნებს, რომ 2024 წლის არჩევნებში ტრამპის შესაძლო გამარჯვება რუსეთს ომში გამარჯვებას მოუტანს, ის ცდება.
„ტრამპი არასდროს დაუჭერს მხარს პუტინს. ეს არ არის ის, რასაც ძლიერი ამერიკელები აკეთებენ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერას ელის, თუ ნას მეორე ვადით აირჩევენ.