შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 ადამიანი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს სასტუმრო „ვიქტორია“-ს მესაკუთრე არჩილ ტ. და ადმინისტრატორი მარინა ლ, სასტუმრო ,,კოსმოსი“-ს ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნანა ა, სასტუმრო „ლუქსი“-ს ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნუნუ ს. და სასტუმრო „ბაკური“-ს ადმინისტრატორი ნორა ს. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საუნის ადმინისტრატორი და მესაკუთრე - როზა ტ. და ოთარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სტატუსით უკვე დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).