ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა Translive-ით

ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა Translive-ით

საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვა არა მხოლოდ Translive-ის პლატფორმაზე, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტირების მეთოდია. ტვირთის დანიშნულების ადგილამდე დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად აუცილებელია გამარტივებული პროცედურები და ადეკვატური რესურსები. Translive არის პლატფორმა, რომელიც  ერთმანეთთან აკავშირებს კლიენტებსა და ოპერატორებს, აძლიერებს ლოჯისტიკურ პროცესებს. ამ პლატფორმის გამოყენებამ განაპირობა ლოგისტიკური პროცესების უფრო მოწინავე, დროული და ინტერაქტიული მართვა. Translive-ის საშუალებით ტვირთის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ ყველაზე ხელსაყრელი პირობები, ასობით გამოცდილი გადამზიდავის საშუალებით. გარდა ამისა, Translive გთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების მართვის რევოლუციურ გზას ერთი აპლიკაციის გამოყენებით.              

ნებისმიერი საერთაშორისო გადაზიდვისთვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების პერიოდი. დრო, რომელიც ჭირდება A პუნქტიდან B პუნქტამდე ტვირთის გადატანას განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა ასეთ განმსაზღვრელს წარმოადგენს მანძილი (დისტანცია) დატვირთვის ადგილიდან დაცლის ადგილამდე. მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე აისახება დროზე ეს არის საბაჟო პუნქტები, თუ ტვირთთან დაკავშირებული პროცედურები, რომელიც შესაძლოა იყოს ინდივიდუალური და მოითხოვდეს გარკვეულ დამატებით დროს. ასევე, შესაძლებელია გადაზიდვის პროცესში მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რამაც შეიძლება პროცესი ცოტა მეტად შეაფერხოს.

სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება ტრანსპორტირების დრო საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვისას საშუალოდ შეადგენს 7-14 დღეს (ბუნებრივია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დრო დიდწილად დამოკიდებულია დისტანციაზე).

საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვისას ტვირთების თითქმის ყველა ტიპის გადაზიდვა არის შესაძლებელი. ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი კატეგორიები:

  1. სტანდარტული - ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნება სახიფათო, ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
  2. ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთები - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ
  3. არაგაბარიტული - ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და ესაჭიროებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხდება სპეციალური წინასწარ გაწერილი პროტოკოლით.
  4. ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება გარკვეული წესების დაცვით ტრანსპორტირებას. ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს უვნებლობის ნორმები და შედგენილი იყოს შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
  5. ასევე ხშირია კონსოლიდრებული ტვირთები - აქ იგულისხმება ე.წ. ნაკრები ტვირთები, ანუ ისეთი ტვირთები რომლებიც არ საჭიროებენ ერთ სრულ მანქანას ან ერთ სრულ კონტეინერს. ტვირთის მფლობელებს ეძლევათ საშუალება, ევროპიდან 16 – 18 დღის განმავლობაში ადგილზე მიიღონ სასურველი პროდუქცია.