ბელგიის იუსტიციის მინისტრი გაეხვია სკანდალში, რომელიც პრესამ „პიპიგეიტად" მონათლა
ბელგიის იუსტიციის მინისტრი ვინსენტ ვან კვიკენბორნი სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც საინფორმაციო საშუალებებმა გამოაქვეყნეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც მინისტრის სამი სტუმარი მისი რეზიდენციის დასაცავად გამოყოფილი პოლიციის ფურგონს აშარდავს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და პოლიციის პროფკავშირებმა ასევე გამოხატეს აღშფოთება იმ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ კვიკენბორნი ხუმრობს მათი საქციელზე და ბაძავს მათ.
საპარლამენტო მოსმენაზე ვან კუკენბორნმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ არ იცოდა მომხდარის შესახებ.
მრცხვენია, რომ ჩემს სახლში სტუმრად მყოფმა ადამიანებმა პოლიციის ფურგონს მიაშარდეს. ეს ამაზრზენია- თქვა მან.
ამასთან მან უარყო, რომ ის ხუმრობდა მომხდარზე იმ დროს, როდესაც გარეთ იყო ერთ-ერთ სტუმართან ერთად.
ზოგი ამბობს, რომ ამ სურათებში მე ვბაძავ შარდვის პროცესს. ის, ვისთან ერთადაც ვიყავი, ამბობს, რომ გიტარაზე დაკვრის იმიტაციაც ვახდენ. ვაღიარებ, მე ხანდახან ვუკრავ გიტარაზე და სავსებით შესაძლებელია, რომ იმ მომენტში დაკვრის პროცესის იმიტირებას ვცდილობდი. კადრში ჩანს, რომ სტუმარი რაღაცას მიჩვენებს თავის მობილურში და ჩვენ ვიცინით. მართალი გითხრათ, არ ვიცი ზუსტად, რას ვაკეთებდი მე იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, დილის ოთხი საათი იყო, - განაცხადა საპარლამენტო მოსმენაზე ვინსენტ ვან კუკენბორნმა.
იუსტიციის მინისტრი გასულ წელს მისი გატაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ 24-საათიანი დაცვის ქვეშ იმყოფება და მის რეზიდენციასთან ყოველთვის მორიგეობს პოლიცია.
პროკურატურამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.