„არტე დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს - პროექტი საქართველოს ბანკთან ერთად ხორციელდება

„არტე დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს - პროექტი საქართველოს ბანკთან ერთად ხორციელდება

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „არტე დეველოპმენტი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 5,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,  საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 2.5 მლნ. აშშ დოლარია.  მიმდინარე პროექტი მოიცავს  2,245  კვ.მ -ზე  13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, 1,300 კვ.ზე გამწვანებული ეზოს, კომერციულ ფართებს და საპარკინგე სივრცეს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული 190 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში, ნოზაძის ქუჩაზე. კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს.

„არტე დეველოპმენტმა თავიდანვე მიზნად დაისახა ხარისხიანი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტების მშენებლობა. დაარსების დღიდან ვპარტნიორობთ საქართველოს ბანკთან,  რის შედეგადაც წარმატებით დავასრულეთ 190 ბინიანი კორპუსის მშენებლობა ნოზაძის ქუჩაზე, მიმდინარე პროექტი კი ახმეტელის მეტროსთან 174 ბინიან მულტიფუნქციური საცოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პარტნიორობის მეშვეობით, იზრდება ჩვენი როგორც დეველოპერის სანდოობა ბაზარზე და კომპანიის მიზნებიც უფრო ამბიციური ხდება. ამჟამად, 16 000 კვ.მ მიწაზე 860 ბინიანი კომპლექსის პროექტირების ეტაპზე ვართ, სადაც  13000 კვ.მ მეტ ტერიტორიზე სარეკრეაციო სივცე, სკვერი და სტადიონები მოეწყობა.“ - განაცხადა გოდერძი სეფიაშვილმა, „არტე დეველოპმენტის“ დირექტორმა

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღსანიშნავია, რომ „არტე დეველოპმენტთან“  დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. მოხარული ვართ, რომ   გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის  სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. ამჯერად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია კიდევ ერთ  პროექტს ახორციელდებს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს,  ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.