რამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვის ანთება?

რამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვის ანთება?

ნერვების დაბოლოებები ადამიანის მთელ სხეულზეა განლაგებული, ამიტომ შეტევითი ტკივილები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილზე. ნევრალგიის დროს ნერვში ვითარდება სტრუქტურული ცვლილებები, სუსტდება ან სულ ქრება მგრძნობელობა. შეტევით ტკივილს ასევე დაერთვის კანის გაწითლება, გაფითრება, ოფლიანობა, ცრემლდენა და კუნთების ადგილას ტკივილი. ყველაზე მტკივნეულია სამწვერა ნერვის ანთება, ეს დაავადება შესაძლოა, განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე:

  • კეფაზე;
  • სახეზე;
  • ზურგში;
  • წელზე;
  • ნეკნების შუა ნაწილში.

ნერვის ანთების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება, ასევე ეცადეთ, რომ ერთ მდგომარეობაში დიდხანს არ გაჩერდეთ, რადგან არა სწორად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა - ამ პრობლემის პროვოცირებას იწვევს. ამ დაავადების პრევენციისთვის ასევე რეკომენდებულია ვარჯიში და მცირე ფიზიკური დატვირთვა. ნერვის ანთების მკურნალობის პროცესში დიდ როლს თამაშობს ფიზიოლოგიური მკურნალობა, მასაჟი, რეფლექსოთერაპია და წონაში დაკლება.  ნერვის შეტევითი ტკივილის დროს უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა, რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილის შეგრძნებას. დააფიქსირეთ ხერხემლის მტკივნეული ადგილი, განსაკუთრებით თანმხლები დაავადებების: ხერხემლის, გულ-მკერდის, კისრის ან წელის მალების ოსტეოქონდროზის დროს. ამ დროს, გარდა მედიკამენტოზური და ფიზიოტერაპიული მკურნალობისა, მნიშვნელოვანია ფიქსატორებისა და წელის კორსეტების გამოყენება.