სარფში ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

სარფში ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ო.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას,   ცეცხლსასროლი იარაღი და  40 ცალი  საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.