ფერიცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
,,ფერისცვალების დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს კურორტ ბახმაროდან.
ბახმაროში გურია ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. იმართება სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები, კონცერტები, საღამოს ეწყობა ბახმაროსთვის დამახასიათებელი ტრადიციული კოცონი.
თუმცა, წლევანდელ წელს ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი ძალიან დიდი ტრაგედიის გამო, მხოლოდ ტრადიციული დოღით შემოვიფარგლეთ.
ვულოცავ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი ღონისძიების მხარდამჭერებს",- აღნიშნა სახელმწიფო რმუნებულმა.