საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდშიც კი გაცვლითი კურსი შეიძლება მერყევი იყოს, რაც გავლენას ახდენს, როგორც კომპანიების მუშაობაზე, ასევე, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუ ვალუტის გადაცვლა ხშირად გიწევთ, გეცოდინებათ, რომ ბანკომატის საშუალებით ვალუტის კონვერტაციისას დაწესებულია დამატებითი საკომისიო, ამიტომ მისი გამოყენება ხშირ შემთხვევაში, წამგებიანია.
დღესდღეობით, ქვეყანაში ვალუტის გადამცვლელი უამრავი პუნქტი მუშაობს, თუმცა მომგებიანი კურსით სარგებლობა ყველგან არ არის შესაძლებელი. უმჯობესია, სანდო საფინანსო კომპანია შეარჩიოთ და მათი გაცვლითი კურსი ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაამოწმოთ. მსგავსი ტიპის კომპანიების, მაგალითად, ემბისის საშუალებით ვალუტას როგორც ონლაინ, ისე ფილიალში ვიზიტის გზით დააკონვერტირებთ.
MBC-ის ვალუტის კურსი
ვალუტის კურსი საბაზრო ფასებზე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას, ამიტომ ის უკლებლივ ყველა მოქალაქეს ეხება. მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საჭიროების დროს ვალუტის მომგებიანად გადაცვლაში დაგეხმარებათ. მსგავსი ტიპის საფინანსო კომპანიაა MBC, რომელიც მომხმარებლებში განსაკუთრებით მოთხოვნადია. დისტანციური სერვისებით და გამარტივებული პროცედურებით კომპანია მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს ქმნის. ნებისმიერი მომსახურება ინდივიდუალურად მომხმარებელზეა მორგებული. კომპანიის არაერთი უპირატესობათაგან გამოიყოფა:
- ყოველთვის უკეთესი ვალუტის გაცვლითი კურსი;
- სახლიდან გაუსვლელად ვალუტის გადაცვლის საშუალება;
- დამატებითი საკომისიოს არ არსებობა;
- შეუზღუდავი მომსახურება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის;
ვალუტის გადასაცვლელად ეწვიეთ ემბისის ვებგვერდს ან კომპანიის ფილიალებს, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. სასურველი მომსახურების მიღებას ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით შეძლებთ.
როგორ გადავცვალოთ ვალუტა ონლაინ?
თუ ვალუტის გადაცვლა გჭირდებათ, საჭიროა ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს, დაარეგისტრიროთ ონლაინ კაბინეტი და გააგზავნოთ კონვერტაციის განაცხადი. რეგისტრაციისთვის სულ 5 წუთი და საიდენთიფიკაციო დოკუმენტი დაგჭირდებათ. თავად კონვერტაციის ონლაინ განაცხადის გაგზავნას რამდენიმე წამი სჭირდება, რის შემდეგაც თანხას კომპანიის ანგარიშზე გადარიცხავთ, დაკონვერტირებული ვალუტა კი განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდებათ. ვებგვერდზე დარეგისტრირება შესაძლებელია:
- საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირებისთვის;
- ბინადრობის მოწმობის მქონე პირებისთვის;
- იურიდიული პირებისთვის, რომელთა წარმომადგენელიც შესაძლოა იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკური პირი;
ემბისი ზრუნავს მომხმარებელთა კომფორტზე, ამიტომ კომპანიის გუნდი მომსახურების მიღების ნებისმიერ ეტაპზე შესაბამის კონსულტაციას გაგიწევთ. ამ გზით თქვენ სწორად განსაზღვრავთ საჭირო ფინანსურ ტრანზაქციებს და წამგებიან ნაბიჯებს არ გადადგამთ.
ვალუტის კურსი უამრავ სფეროს ეხება და იმპორტირებული საქონლის ღირებულებაზეც მოქმედებს. პროფესიონალებთან თანამშრომლობა აუცილებელია, რათა როგორც შესყიდვები, ასევე, სამომავლო ინვესტიციებიც მომგებიანად განახორციელოთ.